ახალი ამბები

“შეცვალე!“ – პარლამენთან სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2019 • 943
“შეცვალე!“ – პარლამენთან სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან, საპარლამენტო სხდომის პარალელურად, სადაც დღეს პროპროციულ სისტემაზე გადასვლას განიხილავენ, აქცია იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, თუ კანონპრეოქტი ჩავარდება, ისინი პარლამენტის შესასვლელებს გადაკეტავენ და ფართომასშტაბიან აქციას დაიწყებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტს ჩააგდებს, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

“ყველა მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ჩააგდებს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშნელოვან კანონპროექტს. წითელ ღილაკს თუ დააჭერენ დეპუტატები ხელს, ჩვენ გადავკეტავთ შესასვლელებს და დავიწყებთ აქციებს. აუცილებლად ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში“, – ამბობს მაქარაშვილი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ორგზის გადადებული კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 14 ნოემბერს უნდა შედგეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორ 93 დეპუტატს შორის თავადაც არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი