ახალი ამბები

36 დეპუტატის წინააღმდეგობის შემთხვევაში პროპორციული სისტემა ჩავარდება

13 ნოემბერი, 2019 • 1924
36 დეპუტატის წინააღმდეგობის შემთხვევაში პროპორციული სისტემა ჩავარდება

ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ე.ი. 113 დეპუტატი.

ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში 148 დეპუტატი ირიცხება, აქედან 72 მაჟორიტარია.

თუ დავუშვებთ, რომ პროპორციული სიით შესული 76-ივე დეპუტატი მხარს დაუჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას დამატებით 37 მაჟორიტარი დეპუტატის ხმაც დასჭირდება. მინიმუმ 36 დეპუტატის წინააღმდეგობის შემთხვევაში კი პროექტი ჩავარდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ორგზის გადადებული კენჭისყრა პარლამენტში 14 ნოემბერს უნდა შედგეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორ 93 დეპუტატს შორის თავადაც არიან.  პროპორციულ სისტემაზე გადასწვლის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირეს:

  1. დიმიტრი ხუნდაძემ,
  2. მერაბ ქვარაიამ,
  3. ირაკლი შიოლაშვილმა,
  4. ვიქტორ ჯაფარიძემ,
  5. ანზორ ბოლქვაძემ,
  6. კახა ოქრიაშვილმა,
  7. დიმიტრი მხეიძემ,
  8. კობა ლურსმანაშვილმა,
  9. ირაკლი (დაჩი) ბერაიამ,
  10. რუსლან გაჯიევმა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

ამ თემაზე:

კაპანაძის შეფასებით, პროპორციული სისტემის ჩაგდება ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი