ახალი ამბები

კახეთში მთაზე დაკვამლიანებაა, მიმდნარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები – სააგენტო

13 ნოემბერი, 2019 • 614
კახეთში მთაზე დაკვამლიანებაა, მიმდნარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები – სააგენტო

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში, სოფლებთან – ართანასა და ფშაველის მიმდებარედ, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლაინების რამდენიმე კერა.

უწყება ამბობს, რომ ადგილზე უკვე იმყოფებან მეხანძრე-მაშველთა ჯუფები. ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა კერებზე კი ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან.

სააგენტო ამბობს, რომ ამ დროისთვის ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი