ახალი ამბები

ივანიშვილი მხარს უჭერს პროპორციულზე გადასვლას – შიოლაშვილი

13 ნოემბერი, 2019 • 862
ივანიშვილი მხარს უჭერს პროპორციულზე გადასვლას – შიოლაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

“გვინდოდა გაგვეგო, რამდენი დეპუტატი უჭერს მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ამიტომ მოვითხოვეთ სარეიტინგო კენჭისყრაზე დაყენება, მაგრამ ამის საშუალება პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა არ მოგვცა”, – უთხრა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც დეპუტატი ამბობს, თუ მისი გუნდი მხარს დაუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2020 წლის არჩევნებისთვის, ის დატოვებს უმრავლესობას.

ირაკლი შიოლაშვილი არის იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” დაპირების შესრულებას, რომლის მიხედვითაც, პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნები, 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს გაიმართება.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ პროპორციული სისტემა, ნაცვლად 2024-სა, ამოქმედდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

პარლამენტში დღეს, 13 ნოემბერს, ამ საკითხის კენჭისყრაა დაგეგმილი, მანამდე კი უმრავლესობის სხდომა გაიმართა “ქართული ოცნების” ოფისში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი