“რა ბესელიას მორალი?” – ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა.
როგორც პარლამენტის პირდაპირი ტრანსლაციიდან ჩანს, ბესელიას ქმედება მოჰყვა ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც, ბესელიას თქმით, მან “ბესელიას მორალი” ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.
“მთავარი არხის” კადრები:
ეკა ბესელიას განცხადებით, ზარდიაშვილმა მას “ამორალური პროვოკაცია” მოუწყო და მისი მისამართით ამბობდა ისეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომლებიც ზღვარს მიღმაა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეკა ბესელიას სოციალურ ქსელებში პირადი, ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს.