მერიის ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება ბარათაშვილის პანდუსის საშუალებით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო მარცხენა მიმართულება 26 მარტს დაიკეტა. მარჯვენა მიმართულებაც სწორედ მასზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო იკეტება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჯერ ბეტონის, შემდეგ კი ასფალტის საფარი, აცხადებს თბილისის მერია.
მერიის ინფორმაციით, მარჯვენა მიმართულების რეაბილიტაცია მაისის პირველ ნახევარში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება. აღდგენით სამუშაოებს შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.








