ახალი ამბები

იპოდრომზე ხეების ჭრა დროებით შეჩერდა

27 აპრილი, 2015 • • 1882
იპოდრომზე ხეების ჭრა დროებით შეჩერდა

იპოდრომზე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში კომპანია “არქი ჯგუფი “თავის პროექტს “green City” (მწვანე ქალაქი) აშენებს. დღეს კომპანიამ ხეები მოჭრა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

ადგილზე მივიდნენ “პარტიზანული მებაღეობის ” წევრები, ასვეე, თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი. მათი პროტესტის შედეგად ხეების მოჭრა შეწყდა. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ხეების მოჭრის უფლება ჰქონდათ, მაგრამ ხეების ჭრა დროებით შეწყდა.

ნატა ფერაძე, “პარტიზანული მებაღეობის” წევრი ამბობს, რომ კომპანიამ 12 ხე მოჭრა, თუმცა შემდეგ შეწყვიტა, რადგან მათ განაშენიანების რეგულირების გეგმა არ ჰქონდათ სწორად შედგენილი.

“30 ხეზე არის ნებართვა გაცემული. დაასწრეს და მოჭრეს ჩვენი ვარაუდით 12. ორ დიდ ჭადარს კიდევ აქვს ბენზოხერხი დადებული და დაზიანებულია. რომ წავიდნენ გიორგობიანთან მეზობლები, ვინც აქტიურად ეწინააღდეგებიან ხეების ჭრას, გიორგობიანმა გააჩერა ხეების ჭრა დროებით. მითითებულია, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა არ ჰქონდათ სწორად გაანგარიშებული და გიორგობიანი რომ მოვიდა, თქვა, რომ მათ ამ ხეების მოჭრის უფლება არ ჰქონდათ. ახლა შეჩერებულია ხეების ჭრა, მანამ საკრებულო განაშენიანების რეგულირების გეგმას არ დაამტკიცებ”, – ამბობს ფერაძე.

ნატა ფერაძე ამბობს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი და “პარტიზანული მებაღეობის” წევრი ლუკა ბახსოლიანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივიდნენ, რათა განიხილონ ის ბერკეტები, რაც არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის.

თბილისის მერიის ცნობით, კომპანიას ხეების მოჭრის ნებართვა ჰქონდა მიღებული, თუმცა განაშენიანების რეგულირების გეგმა არ ჰქონდა სწორად შედგენილი. გეგმას თბილისის საკრებულო განიხილავს, ხოლო მანამდე სამუშაოები შეწყვეტილია.

ხეების ჭრა თბილისის იპოდრომზე, არქი ჯგუფი. 27.07.2015 ფოტო: პარტიზანული მებაღეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი