ახალი ამბებისაზოგადოება

ბრძოლა კუპიდონსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის – გაგოშას ახალი სტენსილი

11 ნოემბერი, 2019 • 3078
ბრძოლა კუპიდონსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის – გაგოშას ახალი სტენსილი

ქუჩის მხატვრობის არტისტი გაგოშა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – საწინააღმდეგო აქციებს ახალი ნახატით გამოეხმაურა.

“ბრძოლა კუპიდონსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის, რომლებიც ფარებს ეფარებიან იმის შიშით, რომ კუპიდონმა ფერადი ისრით არ განგმიროს, რომელიმე მათგანი და ორიენტაცია არ შეიცვალოს”, – ასე ხსნის გაგოშა თავის ნამუშევარს.

ნახატი თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზეა შესრულებული.

გაგოშა ქუჩის მხატვრობით ხშირად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს. ერთ-ერთი ასეთ შემთხვევა ეხებოდა თბილისში 20-21 ივნისის აქციების დარბევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი