ახალი ამბები

თვალზე ხელაფარებული “ქართლის დედის” სტენსილი გადაშალეს

17 ივლისი, 2019 • 2304
თვალზე ხელაფარებული “ქართლის დედის” სტენსილი გადაშალეს

თვალზე ხელაფარებული “ქართლის დედის” სტენსილი, რომელიც დღეს დილით გამოჩნდა თბილისში, უკვე დაზიანებულია – გადაშლილია სტენსილის სწორედ ის ნაწილი, რომელზეც “ქართლის დედას” ცალ თვალზე აქვს ხელი აფარებული.

თვალზე აფარებული ხელი პროტესტის სიმბოლო გახდა 20 ივნისის შემდეგ, როცა აქციის დარბევისას მოქალაქეებმა თვალი დაკარგეს. სტენსილის ავტორი გაგოშაა- თბილისში ქუჩის ცნობილი მხატვარი.

დაზიანებული სტენსილის ფოტოს ავრცელებს აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი