ახალი ამბები

წყალტუბოს სანატორიუმებიდან 4-ის დემონტაჟი და 12-ის რეაბილიტიაციაა საჭირო – საპარტნიორო ფონდი

11 ნოემბერი, 2019 • 1880
წყალტუბოს სანატორიუმებიდან 4-ის დემონტაჟი და 12-ის რეაბილიტიაციაა საჭირო – საპარტნიორო ფონდი

წყალტუბოში სახელმწიფოს მიერ შესწავლილი სანატორიუმებიდან 4-ის სრული დემონტაჟია საჭირო, 12-ს კი “აქვს არქიტექტურული ღირებულება და მისი იერსახე უნდა შენარჩუნდეს”, – განაცხადა ნინო ჩოლოყაშვილმა, “საპარტნიორო ფონდის” წარმომადგენელმა, რომელმაც წყალტუბოს განვითარების გეგმა წარადგინა. ღონისძიება დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში გაიმართა.

მისი ცნობით, წყალტუბოში არსებული 22 სანატორიუმიდან 7 პრივატიზებულია, 15 სახელმწიფოს საკუთრებაშია და სწორედ მათ განვითარებაზეა გეგმის ფარგლებში საუბარი. მისი ცნობითვე, დეტალური კვლევა 2014 წელს ჩატარდა 16 შენობაზე (აქედან ერთის პრივატიზება კვლევის ჩატარების შემდეგ მოხდა), რომელთაგანაც 4 სრულად უნდა დაინგრეს, ხოლო დანარჩენის რეაბილიტაცია მოხდეს ისე, რომ იერსახე შეინარჩუნონ. გარდა ამისა, 14 შენობას უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სამუშაოები ერთ ფაზად ჩატარდება და მათი დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება. ჩოლოყაშვილისვე ცნობით, პროექტების საინვესტიციო მოცულობა 620-დან 865 მილიონ აშშ დოლარამდეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი