ახალი ამბები

წყალტუბოში 29 წლის კაცმა ნათესავი ძმები დახოცა, ის დაკავებულია – შსს

4 აპრილი, 2021 •
წყალტუბოში 29 წლის კაცმა ნათესავი ძმები დახოცა, ის დაკავებულია – შსს

4 აპრილს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი ადამიანი, — ძმები, — მოკლეს.

გამოძიების ვერსიით, ისინი „ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად“, სანადირო თოფით დახოცა ნათესავმა, 29 წლის კაცმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი