ახალი ამბები

სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ არ ვიტყვი რაზე ვსაუბრობდით – ვასაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე

10 ნოემბერი, 2019 • 1980
სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ არ ვიტყვი რაზე ვსაუბრობდით – ვასაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე

მილიონერი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე ამბობს, რომ “სულ, რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ“ არ იტყვის რაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან ერთად პირად შეხვედრაზე, რომელიც, მისი თქმით, აპრილში შედგა.

ვასაძემ ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ პირველად, გუშინ 9 ნოემბერს ვერის ბაღში განაცხადა. ის და მისი მხარდამჭერები ბაღთან, რომელიც კინოთეატრ “ამირანთან“ ახლოს მდებარეობს, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ გასაპროტესტებლად მივიდა. დღეს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და თქვა.

“რაც შეეხება ჩემ მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ მე და ბიძინა შევხვდით და ეს არ არის საიდუმლო არავისთვის, რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო ,ატყდა ერთი ამბავი – “რაზე შეხვდით?“. არაფერი მისტიკური, არაფერი ზებუნებრივი და არაადამიანური ამ შეხვედრებში არ იყო და მე, როგორც შევპირდი საზოგადოებას, არასდდროს გავაჟღერებ ამ შეხვედრების შინაარს, იმიტომ, რომ ის სცდება და ჩემს ,და დარწმუნებული ვარ ბიძინას,ეთნიკურ ნორმებს.

მე არ მიმაჩნია, რომ რამეს ოდესმე შევცვლი ამ თვალსაზრისით. გიდასტურებთ, რომ არავითარი პოლიტიკური გარიგება არ შემდგარა. თუ ვინმეს სჯერა ჩემი გულწრფელობის – ეს იყო საუბარი ორ ადამიანს შორის,“ – ამბობს ლევან ვასაძე.

მისი თქმით, მისთვის არაეთიკურია გაფრთხილების გარეშე საჯარო განცხადებაში მსგავს თემებზე საუბარი, მაგრამ “ ნორმად ჩავთვალე, მთქვა, რომ “ბიძინ, მე და შენ ვურთიერთობთ, ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ის რასაც მე შენ საჯაროდ გეუბნები, არ გეწყინოს“.

“გეხვეწებით რა, სულ რომ დამკუწოთ ნაკუწ-ნაკუწ, მე არ ვიტყვით რაზე ვსაუბრობდით და შეიძლება, ეს არც ისე საინტერესო იყოს,“ – ამატებს ვასაძე.

გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე ვასაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადად აპრილში შეხვდა, როდესაც ივანიშვილი მასთან, “სათქმელით, წინადადებითა და სათხოვარით“ მივიდა. ვასაძე ამბობს, რომ მომდევნო შეხვედრა ივანიშვილის ინიციატივით შედგა, თუმცა, მას შეხვედრის შინაარსზე არაფერი უთქვამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი