ახალი ამბებისამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

9 ნოემბერი, 2019 • 7893
ქრთამის აღების ბრალდებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა მოსთხოვეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით. ამჟამად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი