ახალი ამბები

ვასაძე აცხადებს, რომ ჩვენებების ჩაშლას ხვალაც ეცდებიან

8 ნოემბერი, 2019 • 1622
ვასაძე აცხადებს, რომ ჩვენებების ჩაშლას ხვალაც ეცდებიან

კინოთეატრებთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან ვასაძე აანონსებს, რომ მიტინგები ხვალაც გაგრძელდება. ამის შესახებ მან ტვ პირველის ჩართვაში განაცხადა.

ვასაძე აცხადებს, რომ ის პირები, ვინც სამართალდამცველების მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ, მათი მხარდამჭერები არ არიან.

საქართველოს მოქმედ კინოთეატრებთან სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. აქციის მონაწილეები შენობებში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევს. პერიოდულად ადგილი აქვს შეტაკებებს. პოლიციელებს ესროლეს პიროტექნიკაც. კინოთეატრებში მიმდინარეობს ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი