ახალი ამბები

“ამირანში” ლევან აკინის ფილმის კინოჩვენება დაიწყო

8 ნოემბერი, 2019 • 1155
“ამირანში” ლევან აკინის ფილმის კინოჩვენება დაიწყო

კინოთეატრ ამირანში ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენება დაიწყო. პარალელურად “ამირანთან” მიმდინარეობს აქცია, რომლის ორგანიზატორებიც არიან “ქართული მარში”, ლევან ვასაძე და სხვა ნაციონალისტური ჯგუფები.

ისინი კინოეთეატრში შესვლას ცდილობენ და უპირისპირდებიან პოლიციას.

ჯერჯერობით კინოთეატრში ყველა მაყურებელმა შესვლა ვერ მოახერხა, ისინი შენობაში შესვლას ეტაპობრივად ცდილობენ.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა პრემიერამდე განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ ფილმის ჩვენებას საქართველოში. ფილმის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი