ახალი ამბები

TV პირველი: პეტრე ცაავას თქმით, ილია II-ის მსხვერპლებს დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ

6 ნოემბერი, 2019 • 2261
TV პირველი: პეტრე ცაავას თქმით, ილია II-ის მსხვერპლებს დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ

ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მათთან ინვერვიუში განაცხადა, რომ პატრიარქის გარემოცვა ილია II-ის მსხვერპლებს დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა:

“შოკირებულები და ფსიქოლოგიურად დაზიანებული ადამიანები. ბავშვი ძალიან ბევრი მათ შორის. იყო ასეთი ფაქტებიც, უამრავი, როდესაც დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ, ან ჩუქნიდნენ, 1000-დან 2000 დოლარამდე. არიან ადამიანები, რომლებმაც რეაბილიტაცია იმით მოიხდინეს, რომ მივიდნენ და ეს ფული უკან მიუყარეს და ა.შ. არ არის ეს ძველი ისტორიები. ყოველ შემთხვევაში, ხანდაზმულობა არ აქვს სჯულის კანონს და საეკლესიო დარღვევას, მაგრამ აქ ხანდაზმულობის პრობლემაც არ არის”, – ამბობს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი.

ჟურნალისტის კითხვაზე, “ვინ ეხმარება პატრიარქს ამის დამალვაში”, პეტრე ცაავა ამბობს, რომ ამაში საპატრიარქოს მთელი ინსტიტუტი და გარემოა ჩართული.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არის “პედერასტიის და მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი”. სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა, რასაც პეტრე ცაავა არ დაემორჩილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი