ნეტგაზეთი | თალაკვაძე: სოფო კილაძე მოიქცა როგორც თანამედროვე ქალი თალაკვაძე: სოფო კილაძე მოიქცა როგორც თანამედროვე ქალი – Netgazeti

თალაკვაძე: სოფო კილაძე მოიქცა როგორც თანამედროვე ქალი

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმში სამხედრო უსაფრთხოების კონფერენციის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ჟურნალისტებთან დეპუტატ სოფო კილაძის მიმართ ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

”ნებისმიერ ქალს, რომელიც შეძლება იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, ჩვენ ვუცხადებთ მტკიცე მხარდაჭერას. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. ამ ბრძოლაში და ამ რეფორმებში სოფო კილაძე იყო თვითონ ჩართული, ამიტომ, თუ მას პირად ცხოვრებაში შეექმნა ასეთი სიტუაცია, ის მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქალი მოიქცეოდა, მიმართა სახელმწიფო ინსტიტუტებს და მიიღო ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო სამსახური განსაზღვრავს”, – განაცხადა დღეს ბათუმში, სამხედრო უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ამავე თემაზე:

სოფო კილაძე ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი