ახალი ამბები

პრეზიდენტი მამალაძის შეწყალებაზე: მიკვირს, რატომ არის მხოლოდ ამ ადამიანის მიმართ ინტერესი

6 ნოემბერი, 2019 • 1057
პრეზიდენტი მამალაძის შეწყალებაზე: მიკვირს, რატომ არის მხოლოდ ამ ადამიანის მიმართ ინტერესი

ბათუმში, სამხედრო უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფ საქართველოს პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ისევ ჰკითხეს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „ცოტა მიკვირს, რატომ არის მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ ინტერესი…“

პრეზიდენტმა თქვა, რომ ამზადებს ახალ ბრძანებას და, შესაბამისად, ამ დოკუმენტის მიღების საფუძველზე იმოქმედებს:

„ვამზადებთ ახალ ბრძანებას, შეწყალების ახალი წესები რომ ამოქმედდეს. ვიდრე არ არის წესები, რომელიმე ერთი შეწყალების გაკეთება რთულია. ჯერ ამ წესებს მივიღებთ, მერე გამოვცემთ ბრძანებულებას და შევისწავლით კონკრეტულ საქმეებს…  სამწუხაროა, რომ არ შეგიძლიათ ერთი კითხვის მეტი დასვათ ჟურნალისტებმა. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას, მორატორიუმი არის დროებითი შეჩერება, რისი სრული უფლება გამაჩნია“.

პრეზიდენტის თქმით, მას სურს, რომ წინა შეწყალებით გამოწვეული აჟიოტაჟის ფონზე უფრო მეტად დაფიქრდეს, რომ შეცდომა არ დაუშვას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი