ახალი ამბები

ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიის მუშები დააყაჩაღეს

21 აპრილი, 2015 • 1072
ქობულეთში ავტობანის მშენებელი კომპანიის მუშები დააყაჩაღეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაყაჩაღებულია ჩინური კომპანიის მუშები. „ზარალის ოდენობას გამოძიება დაადგენს“, აცხადებს სამინისტრო.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისმხობს და .

 

ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი II სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული ჩინური სამშენებლო კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ავტობანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი