ახალი ამბები

დეპუტატ მკოიანის შვილი და ძმისშვილები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ – მთავარი არხი

4 ნოემბერი, 2019 • 1170
დეპუტატ მკოიანის შვილი და ძმისშვილები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ – მთავარი არხი

მთავარი არხის ინფორმაციით, ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაში “ქართული ოცნების” დეპუტატის, ენზელ მკოიანის შვილი და ძმისშვილები მონაწილეობდნენ.

როგორც მედიასაშუალება აცხადებს, მკოიანის ვაჟი და ძმისშვილები ორი დღის წინ ერთ-ერთ ადგილობრივს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აღნიშნულის გადამოწმება “ნეტგაზეთმა” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა. უწყებაში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს (ხულიგნობა). შსს-ში ინციდენტის მონაწილე პირებს არ ასახელებენ და ამბობენ, რომ დეტალებს გამოძიება დაადგენს.

ამასთან, “ნეტგაზეთი” დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებასაც ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი