ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პარლამენტარ მკოიანის მიმართვა ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს

29 სექტემბერი, 2020 • 1757
პარლამენტარ მკოიანის მიმართვა ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც 2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს, საქართველოში მცხოვრებ სომხებს მიმართავს და მოუწოდებს, ნუ წავლენ ყარაბაღში.

მკოიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთსა და ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებას და ფეისბუკზე დაწერა: „სრულიად მსოფლიო სომხური დიასპორა შეწუხებულია მთიან ყარაბახში მიმდინარე სისხლიმღვრელი ომით და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ როგორც მორალურ, ასევე, მატერიალურ დახმარებაში. ასევე მზად არიან, ფიზიკურადაც დაუდგნენ გვერდზე“.

მკოიანის თქმით, „რა თქმა უნდა, იგივე სურთ ჯავახეთის სომხებსაც“, თუმცა იქვე დაწერა:

„სომხეთის ხელმძღვანელობის სიტყვების თანახმად, არწახის [ყარაბაღის სომხური დასახელება] დაცვა საიმედო ხელშია, არმიას შეუძლია ნებისმიერი აგრესიის მოგერიება. ასე რომ, ძვირფასო ახალგაზრდებო, მოგიწოდებთ, საჭიროებების გარეშე არ გადადგათ გარკვეული ნაბიჯები და ხელი არ შეუშალოთ სომხეთის დაცვის არმიას თავისი წმინდა მისიის შესრულებაში“.

წინა დღით, 28 სექტემბერს, ნინოწმინდაში, მოედანზე, სადაც ძირითადად საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები ცხოვრობენ, ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და იმსჯელა, თუ როგორ დახმარებოდნენ ყარაბაღსა და სომხეთს.

როგორც სომხურენოვანი გამოცემები იუწყებიან, რომლებიც ამ რეგიონს აშუქებენ, „ნორი“ და „ალიქ მედია“, მსჯელობის შედეგად ადგილობრივებმა ორი გადაწყვეტილება მიიღეს:

  • შეძლებისდაგვარად დაეხმარონ ჰუმანიტარული ტვირთით იქაურ მოსახლეობას, მოგვიანებით ორი სატვირთო ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს კიდეც;
  • შედგეს მოქალაქეთა სია, ვისაც ყარაბაღში წასვლა უნდა, რისი სურვილიც 100-მდე ადამიანმა გამოთქვა;

დეპუტატთა ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს

მასალების გადაბეჭდვის წესი