ახალი ამბები

“პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს” – განყენებული მიტროპოლიტი პეტრე

4 ნოემბერი, 2019 • 1242
“პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს” – განყენებული მიტროპოლიტი პეტრე

მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიიდან და მიტროპოლიტობიდან განყენებული პეტრე ცაავა აცხადებს, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი აქვს.

პეტრე ცაავა ამბობს, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს და ან მის მიერ წამოყენებული ბრალდებები კანონიკური სამართლის მიხედვით დამტკიცდეს, ან ცილისწამებისთვის დაისაჯოს:

“[ვაპირებ] დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისთვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად. მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილების, სახარებისა სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო სჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები.

პატრიარქის წინაშე მე მიმაჩნია, რომ მოსანანიებელი არაფერი მაქვს, უნდა გაგრძელდეს [პროცესი]. ან მე უნდა დავისაჯო ცილისწამებისათვის, ან დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით. [ვაგრძელებ] ბრძოლას სიწმინდისათვის, ამას ვგულისხმობ”, – ამბობს განყენებული მიტროპოლიტი.


სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჰომოფობიური ტერმინოლოგიით ისაუბრა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის „პედერასტიასა და მამათმავლობაზე“.

სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა მოგვიანებით თქვა, რომ პეტრე ცაავამ ამ საკითხებზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მთავარეპისკოპოსობა შეუჩერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი