ახალი ამბებიგართობაკინო

ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ” თბილისში ყველა ბილეთი გაიყიდა

4 ნოემბერი, 2019 • 3043
ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ” თბილისში ყველა ბილეთი გაიყიდა

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომელსაც კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით უჩვენებენ, ყველა ბილეთი გაიყიდა. ამ დროისთვის ყველა ბილეთი გაყიდულია თბილისში მდებარე როგორც “კავეას” კინოთეატრებში, ასევე, კინოთეატრ “ამირანში”.

ბილეთები ხელმისაწვდომი მხოლოდ ბათუმში მდებარე კინოთეატრს “აპოლოშია”.

ქვიარ თემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური დრამის ბილეთების გაყიდვა 30 0ქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყო, პირველი ჩვენება კი 8 ნოემბერს გაიმართება.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი