ახალი ამბები

ჭყონდიდის ეპარქიაში ინვენტარიზაცია ტარდება

4 ნოემბერი, 2019 • 1942
ჭყონდიდის ეპარქიაში ინვენტარიზაცია ტარდება

ჭყონდიდის ეპარქიაში, საიდანაც რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით პეტრე ცაავა გადააყენეს, ინვენტარიზაცია ტარდება.

ინჩხურის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მამა ანდრია სარია ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის მიზანი ახალი მმართველისთვის ეპარქიის გადაბარებაა.

ჭყონდიდის ეპარქია მდებარეობს სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს. პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ მის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი