ახალი ამბები

ახალქალაქში, ეკლესიაში ხატები დააზიანეს

4 ნოემბერი, 2019 • 1333
ახალქალაქში, ეკლესიაში ხატები დააზიანეს

მედიასაშუალება jnews.ge-ს ინფორმაციით, ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსა და ბავრასთან მდებარე სალოცავში ხატები დააზიანეს. სააგენტოს ცნობითვე, დაზიანებულია მე-13 საუკუნეში აგებულ სალოცავი, სადაც სომხური ეკლესიის მრევლი დადის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტის მიხედვით. ეს გულისხმობს ადამიანის დევნას ძალადობის გამოყენებით სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შსს-ში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს არ ამხელენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი