ახალი ამბები

“ეს კანონი ეპისკოპოსს არ ეხება” – მეუფე პეტრეს თქმით, სინოდმა არასწორი მუხლით დასაჯა

2 ნოემბერი, 2019 • 1950
“ეს კანონი ეპისკოპოსს არ ეხება” – მეუფე პეტრეს თქმით, სინოდმა არასწორი მუხლით დასაჯა

მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ კანონიკური სამართლის ის მუხლი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს ეპარქიის ჩამოსართმევად და უფლებამოსილების შესაჩერებლად, არასწორადაა ინტერპრეტირებული.

საუბარია კანონიკური სამართლის, კერძოდ მოციქულთა 55-ე კანონზე, სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი), რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს.

ამ კანონის მიხედვით, სინოდის გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი შემდეგნაირად დაისაჯა: აეკრძალა მღვდელმოქმედება, განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.

მიტროპოლიტი კი აცხადებს, რომ საეკლესიო სამართლის ეს მუხლი დაბალი იერარქიის სასულიერო პირებს მიემართება და არა მღვდელმთავრებს.

“ეს კანონი ეპისკოპოსს არ ეხება. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს [დასაბუთება]”, – ამბობს მიტროპოლიტი პეტრე.

სინოდი განჩინების დასაზუსტებლად შემდეგ დამატებას უკეთებს ოქმს:

“ცნობილი სერბი კანონისტის, ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით (ტრულის კრების  77-ე კანონზე დართულ კომენტარში), კლირიკოსში (κλήρος) მოიაზრება,  როგორც სამღვდელო დასი; ანუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი; ისე დაბალი რანგის ეკლესიის მსახურნი: იპოდიაკონი, მედავითნე, მგალობელი და სხვა. (იხ. ნიკოდიმოს მილაში ,,მსოფლიო კრებათა კანონების განმარტება)”.

მასალების გადაბეჭდვის წესი