ახალი ამბები

ილია მეორეს მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლა ჯერ კიდევ 2017-ში სურდა – ეპისკოპოსი გრიგოლი

2 ნოემბერი, 2019 • 1427
ილია მეორეს მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლა ჯერ კიდევ 2017-ში სურდა – ეპისკოპოსი გრიგოლი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველის, ეპისკოპოს გირიგოლის ინფორმაციით, ილია მეორე მიტროპოლიტ პეტრესთვის “ეპარქიის შეცვლას” ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მარტვილში განუცხადა, დღეს, 2 ნოემბერს.

“გავიდა 3 წელი, მე მგონი 2017 წელს უწმინდესმა ბრძანა, რომ უნდა შევუცვალოთ [მიტროპოლიტ პეტრეს] ეპარქია. იმ დროს სინდომა სთხოვა უწმინდესს, თუ შეიძლება ახლა მივცეთ გაფრთხილება… 1, 2, 3… გავიდა 5 სინოდი და იმის მერე ასეთი სიტუაციაა”, – განაცხადა მღვდელმთავარმა.

მისი თქმით, მიზეზი მიტროპოლიტ პეტრეს კრიტიკული განცხადებები იყო.

ეპისკოპოსი გრიგოლი, სავარაუდოდ გულისხმობს 2017 წლის სინოდის იმ სხდომს, სადაც მიტროპოლიტი პეტრე პირველად დასაჯეს და საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენეს. მიტროპოლიტი პეტრე ამტკიცებს, რომ პატრიარქის მდივან რეფერანტი შორენ თეთრუაშვილი ჭყონდიდის ეპარქიას ეპისკოპოს გრიგოლს ჯერ კიდევ 3 წლის წინ სთავაზობდა.

ჭყონდიდის ეპარქია მდებარეობს სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს. პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ მის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი