ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე ვრცელდება „ფეიკნიუსი“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

2 ნოემბერი, 2019 • 1138
დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე ვრცელდება „ფეიკნიუსი“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი სავარაუდოდ გიორგობას, 23 ნოემბერს შეიწყალებს.

„ასეთი ,,ფეიკნიუსები” ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა“,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საპატრიარქოს სინოდმა მიმართა პრეზიდენტს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი