ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა სივრცითი მოწყობის გენერალურ სქემაზე „საქართველო 2030“ მუშაობს

20 აპრილი, 2015 • • 1544
საქართველოს მთავრობა სივრცითი მოწყობის გენერალურ სქემაზე „საქართველო 2030“ მუშაობს

მთავრობა აცხადებს, რომ მისი დადგენილების მიხედვით შექმნილი კომისიის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენა. 

 

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემის შემუშავებისას მოხდება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგიების გაერთიანება, ანალიზი და ერთიან კონტექსტში განხილვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით კარგად ფუნქციონირებადი სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ურბანული სისტემების ჩამოყალიბებას, მასშტაბური საინვესტიციო და განვითარების პროექტებისათვის ძირითადი პრიორიტეტების დასახვას, ძირითადი საკურორტო, სარეკრეაციო, ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განსაზღვრას, კონკურენტუნარიან და ინოვაციურ განვითარებას, შიდა და რეგიონალურ თანამშრომლობის განვითარებას.

სივრცითი მოწყობის გენერალურ სქემაზე მუშაობის კომისიის სხდომა. 20.04.2015
სივრცითი მოწყობის გენერალურ სქემაზე მუშაობის კომისიის სხდომა. 20.04.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი