ახალი ამბები

ილია მეორემ მიტროპოლიტი პეტრე შიომღვიმის მონასტერში გაამწესა

1 ნოემბერი, 2019 • 1614
ილია მეორემ მიტროპოლიტი პეტრე შიომღვიმის მონასტერში გაამწესა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით წმინდა სინოდის წევრობისა და ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლდა, შიომღვიმის მონასტერში განმწესდა.

ილია მეორის შესაბამის ბრძანება საპატრიარქოს ვებგვერდზე დღეს, პირველ ნოემბერს აიტვირთა.

ამასთან, მეორე ბრძანებით წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი დროებით დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად.

მასალების გადაბეჭდვის წესი