ახალი ამბები

გიორგი გახარია პატრიარქს ხვდება

1 ნოემბერი, 2019 • 1112
გიორგი გახარია პატრიარქს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში მივიდა.

გიორგი გახარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხვდება.

31 ოქტომბრის სინოდის სხდომის და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ ილია მეორისადმი გახმიანებული ბრალდებების შემდეგ პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადეს მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 31 ოქტომბრის საღამოს ფეისბუკზე გამოაქვეყნა კათალიკოს-პატრიარქთან გადაღებული ფოტო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ილია II-ს შეხვდა საპატრიარქოში, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები „ზურგის“ გარეშე არ კეთდება.

ილია II-ს მხარი დაუჭირა ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც, რომელმაც დაწერა: „მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა“.

 

ასეთი განცხადებები ზურგის და მისი ინტერესების გარეშე არ კეთდება – მარგველაშვილი პეტრეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი