ახალი ამბები

პეტრე ცაავა ნეხვია, ერი გაიყო ქართველებსა და მიშას სექტანტებს შორის – სემეკის წევრი ფეისბუკზე

31 ოქტომბერი, 2019 • 1835
პეტრე ცაავა ნეხვია, ერი გაიყო ქართველებსა და მიშას სექტანტებს შორის – სემეკის წევრი ფეისბუკზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრი გიორგი ფანგანი ფეისბუკზე შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს მიტროპოლიტ სტატუსშეჩერებულ პეტრე ცაავას და მას მიხეილ სააკაშვილთან კავშირში სდებს ბრალს.

„ყოფილი მეუფე პეტრე ცაავა რომ ნეხვია, ეს ისედაც ვიცოდით. ამის გარდა აღმოჩნდა დებილი სირიც, ვერ გათვალა თავისი და უკრაინაში მყოფი მისი უფროსის ძალები და რეპუტაცია, დღეს არ გაყოფილა ერი პატრიარქსა და ნაძირალა პეტრეს მხარდამჭერებს შორის, დღეს ერი გაიყო ქართველებსა და მიშას ნეხვ სექტანტებს შორის“, — დაწერა მან ფეისბუკზე 31 ოქტომბერს, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ.

„ნეტგაზეთმა“ მას მოკლე ტექსტური შეტყობინებით ჰკითხა, რის საფუძველზე ფიქრობს, რომ პეტრე ცაავას სააკაშვილთან აქვს კავშირი და მიაჩნია თუ არა პრობლემურად მისი, როგორც საჯარო თანამდებობის პირის, მხრიდან მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: გიორგი ფანგანმა მოგვიანებით ეს პოსტი წაშალა.

გიორგი ფანგანის პოსტი ფბ-ზე

მასალების გადაბეჭდვის წესი