ახალი ამბები

გახარია: პატრიარქზე მსგავსი თავდასხმა შეტევაა ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობაზე

31 ოქტომბერი, 2019 • 1322
გახარია: პატრიარქზე მსგავსი თავდასხმა შეტევაა ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პეტრე ცაავას განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ ილია მეორე საქართველოს წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლოა და მასზე თავდასხმა სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმაა:

“საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ჩვენს სულიერ სიმბოლოზე, გახლავთ შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და ეკლესიაზე. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობას და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, თითოული ქართველი დღეს იქნება ჩვენი პტრიარქის გვერდით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით”, – თქვა გიორგი გახარიამ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს. როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს”, – განაცხადა პეტრემ,

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა.

მიტროპოლიტი პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი