ახალი ამბები

გრეტა ტუნბერგმა უარი თქვა გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ფულად ჯილდოზე

30 ოქტომბერი, 2019 • 778
გრეტა ტუნბერგმა უარი თქვა გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ფულად ჯილდოზე

აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა უარი თქვა გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ჯილდოზე და საპრიზო თანხაზე (36 000 ევრო), რომელსაც ჯილდო ითვალისწინებდა. როგორც თუნბერგმა განაცხადა, “კლიმატის [ცვლილებასთან ბრძოლის] მოძრაობას აღარ სჭირდება ჯილდოები“.

ჯილდოს ნორდიკული საბჭო გასცემს სკანდინავიის ქვეყნების მაცხოვრებლებზე ან იქაურ კომპანიებზე, რომლებიც ავლენენ “სამაგალითო მცდელობებს გარემოს დაცვის პატივისცემისთვის ბიზნესსაქმიანობაში ან გარემოს დაცვისთვის სხვა არაჩვეულებრივი ინიციატივებისთვის“. ჯილდოს თან ახლავს ფულადი პრიზი 36 000 ევროს ოდენობით.

Instagram-ზე გამოაქვეყნებულ პოსტში თუნბერგმა მადლობა გადაუხადა საბჭოს, რომელმაც მას ჯილდო მიაკუთვნა და განაცხადა, რომ ეს “დიდი პატივი“ იყო.

“პოლიტიკოსებმა და ძალაუფლების მქონე ადამიანებმა უნდა მოუსმინონ მეცნიერებას“, – განაცხადა თუნბერგმა.

როგორც BBC წერს, თუნბერგი ამ წლის ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების ფავორიტი იყო, თუმცა გამარჯვებული გახდა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი.

იქამდე თუნბერგი გაეროში გამოვიდა სიტყვით და პოლიტიკოსებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირით ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი