ახალი ამბები

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთებს გაყიდვა დღეს 17:00 საათზე დაიწყება

30 ოქტომბერი, 2019 • 2101
ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთებს გაყიდვა დღეს 17:00 საათზე დაიწყება

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთების გაყიდვა 17:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია kinoafisha.ge-მ გაავრცელა.

ფილმს საქართველოს კინოთეატრებში 3 დღით აჩვენებენ. ჩვენებები 8, 9 და 10 ნოემბერს შედგება.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი