ახალი ამბები

ამბროლაურის მერმა ტოტალიზატორში მანქანა მოიგო, თუმცა აზარტული თამაშების წინააღმდეგია

30 ოქტომბერი, 2019 • 2832
ამბროლაურის მერმა ტოტალიზატორში მანქანა მოიგო, თუმცა აზარტული თამაშების წინააღმდეგია

ამბროლაურის მერი, დავით მხეიძე, რომელმაც ერთ-ერთი ტოტალიზატორის სატელევიზიო გათამაშებაში 2019 წლის პორშე კაიმანი მოიგო, ამბობს, რომ აზარტული თამაშების პოპულარიზების წინააღმდეგია.

ნეტგაზეთთან საუბარში მერი განმარტავს, რომ ეთანხმება რიგი პარლამენტარების ინიციატივას, რომლებიც აზარტული თამაშების რეკლამირებისა და პოპულარიზების წინააღმდეგ გამოდიან. ამ ინიციატივას შესაბამისი კანონპროექტი მოჰყვა, რომელიც “რეკლამის შესახებ კანონში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.

“მე მაგით არც დაკავებული ვარ და არც შეპყრობილი, არც იმდენ დროს ვხარჯავ, რომ ჩემს საქმეს ხელი შეეშალოს. უბრალოდ, რაღაც პერიოდის წინ ჩემმა ბიძაშვილებმა გამიკეთეს ეს გვერდი[ტოტალიზატორის საიტზე], წლების წინ.

ხან თვითონ დებდნენ ამ გვერდიდან, ხან- ის, ხან- ეს. ისე კი მიყვარს ფეხბურთი. ერთ-ერთ საღამოს მივედი და ბილეთი ვიყიდე, გასართობად, ჩვენც ადამიანები ვართ. თორემ მაგის არც დრო მაქვს და არც საშუალება დიდად“, – ამბობს მერი ნეტგაზეთთან საუბარში.

მისივე განმარტებით, აზარტულ თამაშებში ჩართულნი არ უნდა იყვნენ ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები, შედარებით ასაკოვანი მოსახლეობა კი, “თუ უნდა თამაში, ითამაშებს, რა თქმა უნდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი