ახალი ამბები

წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება, სოხუმი გველოდება – თალაკვაძე

29 ოქტომბერი, 2019 • 1648
წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება, სოხუმი გველოდება – თალაკვაძე

“აბასთუმანში უკვე მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი. წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება. სოხუმი გველოდება, რომელსაც ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად განვაახლებთ”, – ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ავრცელებს.

მისი თქმით, წყალტუბოს აღორძინების პროექტი ძლიერი, წარმატებული საქართველოს სიმბოლოა.

“ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი – ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი”, – აცხადებს თალაკვაძე.

წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოვისყიდი და რეაბილიტაციას დავიწყებ – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი