ახალი ამბები

მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა

28 ოქტომბერი, 2019 • 1452
მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ნეტგაზეთს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალიდან განუცხადეს, დაშავებული კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის აპარატზეა და კვლავ რეანიმაციაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი