ახალი ამბები

ჰაკერული შეტევა სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებსაიტებზე

28 ოქტომბერი, 2019 • 2569
ჰაკერული შეტევა სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებსაიტებზე

საქართველოს პრეზიდენტის, ასევე საერთო სასამართლოების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ვებსაიტებზე, სავარაუდოდ, ჰაკერული შეტევაა.

ამ წუთებში [12:55] აღნიშნულ ვებსაიტებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანს, წარწერით “I’ll be back” (მე დავბრუნდები).

სასამართლოს ვებსაიტებზე, რომელზეც ამ წუთებში წვდომა შეზღუდულია, განთავსებულია საქმეების ელექტრონული წარმოების სისტემა, სადაც იტვირთება საქმის მასალები, მათ შორის მტკიცებულებები, პირადი მონაცემები და ა.შ.

იგივე შინაარსის ფოტო ჩანს ბათუმის საკრებულოს, ბათუმის მერიის, ქუთაისის მერიის, მედიასაშუალება topnews.com.ge-ს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის” საიტებზე.

ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი