ახალი ამბები

ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებებზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

27 ოქტომბერი, 2019 • 1423
ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებებზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

ქორეპირკოპოსი იაკობის განცხადებებზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

როგორც “ნეტგაზეთს” პროკურატურაში განუცხადეს, სამართლებრივი რეაგირების შემთხვევაში ინფორმაციას თავად მოგვაწვდიან. შსს-ში კი აცხადებენ, რომ როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ეხება, მსგავსი გამოძიებების წარმოება პროკურატურის კომპეტენციაა.

ქორეპისკოპოსმა იაკობმა გუშინ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ.

გიორგი გახარია ქორეპისკოპოსის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს, შსს-ში კი, რომელსაც ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს ამბობენ, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი