ახალი ამბები

“ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ჯობია ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს” – ეპისკოპოსი იაკობი

16 აპრილი, 2020 • 2384
“ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ჯობია ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს” – ეპისკოპოსი იაკობი

“ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ჯობია იმან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი გვყავს დაინფიცირებული”, – ეს განცხადება ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის მისამართით.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობს ამაში, ეპისკოპოსი აცხადებს, რომ მისი აზრით დაინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამინდელ სტატისტიკაზე მაღალია და ამის იდენტიფიცირება ტესტების საკმარისი რაოდენობის გამო ვერ ხდება.

“რეალურად [უფრო] მაღალია და ეკლესიაზე გინდათ ახლა…”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.


” მე მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ ვთქვათ უარი ერთხელ ამ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ჩვენი ერი გადარჩეს. გავიგოთ ეს. ნუ წახვალთ ეკლესიაში, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ეკლესია გადარჩეს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ 15 აპრილს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ეპიდემიოლოგიური რისკების მიუხედავად არ ცვლის აღდგომის აღნიშვნის წესს და რიტუალის ჩატარებას გეგმავს მრევლთან ერთად.

იმნაძემ ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, თუ ადამიანები სახლში არ დარჩებიან, საშინელება მოხდება და “საქართველოში იტალია განმეორდება”.

„დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გავქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომლესაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველდღე დღე და ღამეს ათენებდა და მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშობლოს ემსახურებოდა და თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყარაოთ ეს ყველაფერი. არ შეიძლება ასე.  კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათა შორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება. ხომ ხედავთ, სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტა ხანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ სუყველამ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ, ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ ,- განაცხადა იმნაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი