ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დაკავებული რასულ ჯაფაროვისთვის პროკურატურა 9 წლით პატიმრობას ითხოვს

14 აპრილი, 2015 • • 1256
აზერბაიჯანში დაკავებული რასულ ჯაფაროვისთვის პროკურატურა 9 წლით პატიმრობას ითხოვს

ბრალდებულის ადვოკატების, ალიბაბა რზაევისა და ფარიზ ნამაზლის მტკიცებით, არანაირი მტკიცებულება არ აქვს სასამართლოს, რომელიც ჯაფაროვის ბრალს დაადასტურებდა. მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ, 15 აპრილს გაიმართება.

 

რაულ ჯაფაროვი 2014 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ უფლებადამცველს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა – უკანონო  საქმიანობა (192), გადასახადებისგან თავის არიდება (213) და თანამდებობის ბოროტად გამოყენება (308).

 

რასულ ჯაფაროვი 2006 წლიდან უფლებათადაცვითი საქმიანობითაა დაკავებული. ის იყო უფლებადაცვითი კამპანიების, “სიმღერა დემოკრატიის სახელით” და “ხელოვნება დემოკრატიის სახელით”, აქტიური მონაწილე. ის დაკავებული იყო პოლიტპატიმრების უფლებების დაცვით. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიის დროს რასულ ჯაფაროვიმა და სხვა უფლებადამცველებმა გააკეთეს მოხსენება აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების პრობლემების შესახებ. მოგვიანებით ბაქოში, ეუთოს საპარლამენტო სესიაზე ჯაფაროვმა სხვა უფლებადამცველებთან ერთად მოაწყო საზოგადოებრივი მოსმენა სამოქალაქო საზოგადოების პრობლემების შესახებ. ორივე ღონისძიებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი