რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში მიხაილ ევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
აზერბაიჯანის საგარეოს ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის მხარეს გადაეცა ოფიციალური საპროტესტო ნოტა 5 ივლისს დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო SOCAR-ის კუთვნილ საწვავის გასამართ სადგურზე, რომელიც უკრაინის ნიკოლაევის ოლქიში მდებარეობს.
შეხვედრისას აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე გაიხსენა ადრე ოდესაში მდებარე ნავთობის ბაზასა და გაზგამანაწილებელ საკომპრესორო სადგურზე განხორციელებული იერიშები და ელჩის ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ თავდასხმებმა კომპანიას მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა, ხოლო თანამშრომლებს შორის დაშავებულებიც იყვნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, თავდასხმების გაგრძელება მიუთითებს, რომ ისინი მიზანმიმართული ხასიათისაა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამავე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ სხვადასხვა საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა აზერბაიჯანის საელჩოს შენობა კიევიში და აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოს შენობა ხარკოვში.
აზერბაიჯანულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა ყველა მომხდარ ფაქტზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება.
SOCAR Energy Ukraine-ის ინფორმაციით, 5 ივლისს საღამოს ნიკოლაევის ოლქში მდებარე კომპანიის ობიექტს დრონი დაესხა თავს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ზარალის მასშტაბი ამჟამად დგინდება.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
