ახალი ამბები

საპორტესტო აქციების დარბევას ერაყში მინიმუმ 40 ადამიანი ემსხვერპლა

26 ოქტომბერი, 2019 • 1260
საპორტესტო აქციების დარბევას ერაყში მინიმუმ 40 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში საპროიტესტო აქციების დარბევისას, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 2 ათასს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

პარასკევსა და შაბათს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციები მიმდინარეობს ბაღდადსა და ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში.

როგორც BBC წერს, მომიტინგეები უპირისპირდებიან არა რომელიმე პოლიტიკოსსა თუ პარტიას, არამედ სისტემას, რომელიც წარმოიქმნა 2003 წელს სადამ ჰუსეინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ.

დემონსტრანტების უკმაყოფილება გამოიწვია თანამდებობებზე დანიშვნის სისტემამ (ცნობილი როგორც “მუჰასასა“) ეთნიკურ და რელიგიურ კვოტებზე დაყრდნობით, მაღალჩინოსნების მიერ საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებამ და მოქალაქეთა უმრავლესობისთვის ამ ყველაფრიდან მცირე სარგებლის არსებობამ.

ერაყის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ადელ აბდელ მაჰდი მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ იპოვიდა კორუფციის პრობლემის მოგვარების გზებს და შეამცირებდა განსხვავებას ელიტებსა და რიგით მოქალაქეებს შორის, თუმცა, დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ მას ელიტების წინააღმდეგ წასვლის სურვილი არ გამოუჩენია.

პრემიერ-მინისტრმა აბდულ მაჰდიმ განაცხადა, რომ მოქალაქეები პროტესტის თავისუფლად გამოხატვას შეძლებდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობა ძალადობას არ მოითმენდა. გარდა ამისა, აბდულ მაჰდის თქმით, მთავრობის გადადგომის საკითხი არ დას – “მთავრობის გადადგომა დღეს, კონსტიტუციური ალტერნატივის გარეშე, ქვეყანას ქაოსში მოაქცევს“ – განაცხადა აბდულ მაჰდიმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი