ახალი ამბები

ჰილარი კლინტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს [ვიდეო]

13 აპრილი, 2015 • • 2466
ჰილარი კლინტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს [ვიდეო]

კლინტონმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ კვირას, 12 აპრილს განაცხადა. კლინტონის საარჩევნო სლოგანი ასე ჟღერს: “მინდა ვიყო ჩემპიონი, რომელიც ამერიკას ყოველდღე სჭირდება”.

 

“მე საპრეზიდენტო არჩევნებში ვმონაწილეობ. ამერიკელები იბრძვიან ცხოვრებისთვის ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მაგრამ მდგომარეობა მათ სასარგებლოდაა, ვინც მოქცეულია სათავეში. მსურს, რომ ვიყო ის ჩემპიონი, რომელიც ამერიკელებს ყოველდღე სჭირდებათ. შეგიძლია გააკეთო მეტი, ვიდრე გვერდით დგომაა, შენ შეგიძლია წინ წახვიდე, და განაგრძო წინსვლა. როდესაც ოჯახები არის ძლიერი, მაშინ ამერიკაც ძლიერია. ამგვარად, მე ვიწყებ ტურნეს იმისთვის, რომ მოვიპოვო თქვენი მხარდაჭერა. ახლა თქვენი დროა და იმედი მაქვს, რომ შემომიერთდებით ამ მოგზაურობაში”, – ამბობს კლინტონი წინასაარჩევნოდ გადაღებულ ვიდეო კლიპში.

 

ჰილარი კლინტონი 2008 წელსაც მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც დამარცხდა პრეზიდნტ ბარაკ ობამასთან პაექრობისას. ამის შემდეგ ობამამ მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესთავაზა, რომელიც კლინტონს 2013 წლამდე ეკავა.

 

იგი 2001-2009 წლებში იყო ამერიკის სენატორი და წარმოადგენდა ნიუ იორკის შტატს. 1999-2001 წლებში იყო აშშ-ის პირველი ლედი.

 

67 წლის პილარი ქლინთონი განათლებით იურისტია. არის აქტივისტი და მოხალისე. ამჟამად ისიც დემოკრატიული პარტიის წევრია. ჰილარი ქლინთონი 1947 წლის 26 ოქტომბერს ჩიკაგოში დაიბადა.

ჰილარი კლინტონი. ფოტო (C): Facebook.com/Hillary Clinton
ჰილარი კლინტონი. ფოტო (C): Facebook.com/Hillary Clinton

მასალების გადაბეჭდვის წესი