ახალი ამბები

ბაიდენი და სი ძინპინი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ხვდებიან ერთმანეთს

14 ნოემბერი, 2022 • 854
ბაიდენი და სი ძინპინი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ხვდებიან ერთმანეთს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ბალიში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრას შტატებისა და ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებიან.

„მოწადინებული ვარ, შევინარჩუნოთ ურთიერთობის არხები არა მხოლო პირადად თქვენსა და ჩემ შორის, არამედ ჩვენს მთავრობებს შორის, რადგან ჩვენს ორ ქვეყანას ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა საკითხი მოვაგვაროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა მისასალმებელ სიტყვაში.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყნების ლიდერების ვალდებულებაა, თავიდან აირიდონ კონკურენციის გადაზრდა კონფლიქტში.

პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა „უნდა დასახონ სწორი მიმართულება შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობისათვის“, მსოფლიო ელის, რომ ორი ქვეყანა „სათანადოდ გაუმკლავდება ურთიერთობას“.

ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრა ემთხვევა პერიოდს, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბულია არაერთი საკითხის გამო, დაწყებული ტაივანიდან, დასრულებული ვაჭრობით.

მედიის თანახმად, ლიდერები განიხილავენ ტაივანის, უკრაინისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებს.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი