ახალი ამბები

გურიაში „ლელოს“ თამაშის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა

12 აპრილი, 2015 • 1084
გურიაში „ლელოს“ თამაშის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა

 

სოფელ შუხუთის მკვიდრი, შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, თამაშის დროს, ჭყლეტის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით. არნიშნული მუხლი გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.

 

“ლელო” სოფელ შუხუთში, ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე იმართება.

 

[ფოტოებზე – “ლელო” შუხუთში, 12 აპრილი, 2015]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი