ილია II ეპისტოლეში ამბობს, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა თქვას სიტყვა ამ მიმართულებით, რათა ქვეყნის მომავალი დაიცვას. პატრიარქი ყურადღებას განსაკუთრებით ონლაინ-კაზინოზე ამახვილებს.
“თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან. კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა… ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით და შესაძლებლობისამებრ დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი,”- ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
სააღდგომო ლიტურგია ილია II-მ 11 აპრილს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად წაიკითხეთ აქ.








