ტრადიციისამებრ, ტაძარში ამ ცერემონიის დროს ყველა განათება და სანთელი ჩამქრალია.
მორწმუნეებს სჯერათ, რომ ყოველ წელს, აღდგომამდე, ცეცხლი “სასწაულებრივად გადმოდის” და თუ რომელიმე წელს არ გადმოვა, სამყაროს დასასრულია მოსალოდნელი. მათ ასევე სწამთ, რომ გადმოსვლიდან პირველი 10-15 წუთის განმავლობაში ცეცხლი არ წვავს. ამიტომ არ აქვს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები.
გადმოცემის თანახმად, ”ზეციური ცეცხლი” იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად მესამე საუკუნეში გადმოვიდა.
“ზეციური ცეცხლი” გადმოსვლის შემდეგ მალევე ვრცელდება ტაძარში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გააქვთ, ცეცხლს ჩამოიტანენ საქართველოშიც.
ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით.