ახალი ამბები

ჯუზეპე პაზოტო მართლმადიდებელ ეკლესიას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

11 აპრილი, 2015 •
ჯუზეპე პაზოტო მართლმადიდებელ ეკლესიას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

“ქრისტე აღდგა”- ამ მილოცვის უკან დგას თითოეული ადამიანის სახე, ვინც აირჩია სოლიდარობა, ძმობა და სიყვარული. ყოველ წელიწადს გვესაჭიროება მოვისმინოთ სიტყვები “ქრისტე აღდგა”, რადგანაც მუდამ არიან ადამიანები, ვისაც სურს დაგვარწმუნოს, რომ ლოდის გადაგორება შეუძლებელია, რომ სამყაროს ვერ შეცვლი, რომ სიცოცხლე სულ უფრო მეტად დაემონება სიკვდილს, ბოროტებასა და ცოდვას. მუდამ არიან ისეთები, ვისაც სურს დაგვაჯეროს, რომ იესო არ აღმდგარა!

 

ამ სიტყვებით, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სახელით, მსურს მივულოცო მთელ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველას, ვინც ზეიმობს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და თქვენთან ერთად ხმამაღლა ვთქვა:  ქრისტე აღდგა… ჭეშმარიტად აღდგა!”– წერს ჯუზეპე პაზოტო საკუთარ Facebook გვერდზე.

 

ჯუზეპე პაზოტო - ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი
ჯუზეპე პაზოტო – ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი

 

აღდგომის დღესასწაულს 2015 წელს მართლმადიდებლები 12 აპრილს აღნიშნავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი